img1


საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის რეგიონულ ფორუმზე შეხვდა

ევროკავშირის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა და ჩინეთმა უნდა გააცნობიერონ ორივე მხარის წუხილი რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერა, რაც გავლენას ახდენს ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობაზე.

 

ბორელმა განმარტა, რომ უკრაინაში რუსეთის ომს ევროკავშირი ევროპისთვის საფრთხედაც აღიქვამს. ბორელმა სთხოვა ჩინეთს, გამოიყენოს გავლენა რუსეთზე და წვლილი შეიტანოს ომის დასრულებაში. მან ჩინეთს უკრაინის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა სთხოვა.