img1


აშშ-ის კონგრესში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა

„გლობალური სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად შეიქმნა, მოძველდა. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ კონგრესში გენოციდის მომწყობ მკვლელს ტაშს უკრავდნენ. ვინ იმსახურებს ტაშს? - ის, ვინც კაცობრიობას ემსახურება. დაფიქრდით: მას, ვინც თითქმის 40 ათასი ბავშვი, ქალი და მოხუცი მოკლა, წარმომადგენელთა პალატის წევრები ტაშს უკრავდნენ. სირცხვილსაც კი არ განიცდიან, როდესაც ჩვენი დროის ჰიტლერს პატივს მიაგებენ. საღი აზრის იგნორირებასთან გვაქვს საქმე. ესალმებიან ყასაბს, რომლის ხელებზეც ღაზას 150 ათასი მცხოვრების სისხლია," - განაცხადა ერდოღანმა.