„საზოგადოებას ალბათ ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოდან (რუსეთის მიმართ) სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა, თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯაროდ დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24