img1


დიდი ბრიტანეთი შორი მოქმედების რაკეტების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი შორი მოქმედების რაკეტების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განადგურებას შეძლებს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი რაკეტების შექმნაზე ლონდონი ბერლინთან ერთად ფიქრობს. რაკეტების განთავსება სწორედ გერმანიის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც 2026 წლიდან ამერიკული რაკეტები გამოჩნდება. წყაროს ცნობით, ამერიკული შეიარაღება ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იქნება, სანამ ევროპა საკუთარ რაკეტებს არ შეიმუშავებს. ამასთან, ცნობილია, რომ ბრიტანული რაკეტების მოქმედების რადიუსი 3 200 კილომეტრი იქნება.