img1


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ პაველი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ პაველი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს, ამის შესახებ მან სააგენტო CTK-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
პაველი 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულ ახალ ძვრებს ელოდება. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში არჩევნებს, ასევე რუსეთსა და უკრაინაში ომით მზარდ დაღლილობას.
 
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ მოსკოვი გააგრძელებს ისე იმოქმედოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, კერძოდ, უკრაინის კაპიტულაციის პირობების წამოყენებით.
 
„თუმცა, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთისა და ჩინეთის გარეშე, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.