img1


სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია| რატი ბრეგაძე

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რა თქმა უნდა, ახდენენ ექიმები. ჩვენ შეგვიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ექიმების მხრიდან როდესაც იქნება შესაბამისი მზაობა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან პრინციპი არის ძალიან მარტივი, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. 

 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია. როდესაც სამედიცინო შემოწმებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. მე პირადად ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა, ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.