img1


ელისაშვილს და ხაზარაძეს კარგად ესმით რა სჭირდება ქვეყანას

მევახშემ და მტარვალმა ალიანსი შეკრეს

 

„მე და ალეკომ გუშინ (კომენტარი გაკეთებულია 24 ივლისს - რედ.) ჩამოვართვით ხელი. ძალიან კარგად მესმის ქვეყნის საჭიროება და არა ერთხელ მაქვს ნათქვამი, როცა ქვეყანას სჭირდება, ჩემი პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, გუშინ მოხდა ჩვენი ხელის ჩამორთმევა, როგორც ორი კაცი ართმევს ხელს და ქვეყანაზე ფიქრობს.

 

რაც შეეხება მისი პარტიის ჩვენთან შემოერთებას, ეს იქნება ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული პლატფორმის მსჯელობის საგანი და უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია და მერე დავმეგობრებულვარ ამ ადამიანებთან, როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო. დღეს ჩვენ ქვეყნის წინა პლანზე ქვეყნის საჭიროებები გვაქვს“, - ასე განმარტა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილთან თანამშრომლობის დაწყების ფაქტი, რომელთანაც მანამდე მკვეთრად იყო დაპირისპირებული.