img1


პირველად ისტორიაში, ჩინური სტრატეგიული ბომბდამშენი/რაკეტმზიდი აშშ-ს საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შეფრინდა

კერძოდ, რუსეთის საჰაერო ძალების 2 ერთეული Tu-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი/რაკეტმზიდი და ჩინეთის საჰაერო ძალების H-6-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი/რაკეტმზიდი შევიდნენ ალასკას საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, რასაც გამოეხმაურნენ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის თავდაცვის სარდლობის(NORAD) დაქვემდებარებაში მყოფი აშშ-ს საჰაერო ძალების F-35-ისა და F-16-ის ტიპის გამანაგურებლები და მათთან ერთად, კანადის საჰაერო ძალების CF-18-ის ტიპის გამანადგურებლები, რომელთაც გადაუჭრეს გზა ჩინურ და რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს.

 

როგორც NORAD-ი აცხადებს, რუსულმა და ჩინურმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა მრავალსაათიანი ფრენა განაგრძეს ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში და მათ არ დაურღვევიათ აშშ-ს საჰაერო სივრცე.