ირანული მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სომხეთსა და ირანს შორის ფარულად გაფორმდა 500 მილიონი დოლარის ღორებულების სამხედრო კონტრაქტი, რომლის ფარგლებში სომხეთი ირანისგან მიიღებს რამდენიმე სახეობის დრონებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, კონტრაქტით გათვალისწინებულია Shahed -136, Shahed - 129, Shahed - 197-ის ტიპის კამიკაძე და Mohajer-ის ტიპის სადაზვერვო დრონების და ამავდროულად, Khordad-3-ის ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის, Majid-ის ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის, Khordad-15-ის ტიპის შორმანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემის და Arman-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენა.
არსებული ინფორმაციით, სომხეთი მრავალწლიანი სასესხო ვალდებულებით აპირებს ირანისგან აღნიშნული შეიარაღების შეძენას.
პრაქტიკულად უნდა ვთქვათ, რომ ინდოეთთან და ირანთან დადებული სამხედრო კონტრაქტებით, რამდენიმე წელში, სომხეთი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი და თანამედროვე შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა იქნება, რომელიც პასუხობს თანამედროვე ბრძოლის ველზე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24