აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ დააკავა 200-მდე ებრაელი აქტივისტი, რომლებიც კონგრესის შენობაში შეერთებული შტატების მიერ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პროტესტი ორგანიზებული იყო აქტივისტების ჯგუფის - „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“ - მიერ. აქციის მონაწილეები ატარებდნენ წითელ მაისურებს წარწერებით: „არა ჩვენი სახელით“; „ებრაელები ამბობენ, შეწყვიტეთ ისრაელის შეიარაღება“. ზოგიერთს ეკავა ბანერები, რომლებსაც ეწერა: „შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“; „მიეცით ღაზას სიცოცხლის უფლება“.
„კონგრესის შენობებში დემონსტრაციები დაუშვებელია. ლეგალურად შემოსულებს ვუთხარით, გაჩერებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავაკავებდით. არ გაჩერებულან, ამიტომ ვაკავებთ“, - აცხადებს კაპიტოლიუმის პოლიცია.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, კონგრესს სიტყვით დღეს, 24 ივლისს, მიმართავს.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24