უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი:
“კიევი მზად არის რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის”
ჩინეთში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართა თავის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. შეხვედრაზე კულებამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის, „რომელიც მიზნად დაისახავს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და პეკინის პოზიციას ტაივანთან დაკავშირებით.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24