„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით პრაგმატულ და სამართლიან ნაბიჯებს იმედი გვაქვს, შეწყდება თავდასხმები საქართველოს მიმართ, ისეთი თავდასხმები მათ შორის, რაც გუშინ მოვისმინეთ. ეს შედის თანაბრად საქართველოსა და ამერიკის ინტერესებში. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ის გარდატეხა ურთიერთობებში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის მნიშვნელოვანია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების უკან გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ, იგივე სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ. ურთიერთობის გადატვირთისთვის პირველ რიგში არის აუცილებელი სამართლიანობა ურთიერთობებში და ჩვენ ველდოებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით ბრიფინგზე დასმულ კითხვას.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24