img1


უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს

უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

„ეს უკრაინის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯია. ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოსთვის (უნგრეთი და სლოვაკეთი) ნავთობის მიწოდებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის. უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა“, - განაცხადა სიიარტომ. 

 

ცნობისათვის, „ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ან იჯარით გაცემაში მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა. ივნისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები გააფართოვა და სიას ტრანზიტის აკრძალვაც დაამატა.