img1


„მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის - არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა " | ჯონ ბოლტონი

„მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის - არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი 2019 წელს როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბრები მაშინდელ ხელისუფლებასთან. მას შემედგ აშკარაა, რომ რუსეთ- ჩინეთის ახალი ღერძი ცივი ომის დროს ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეთში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით საქართველო ძალიან ახლოსაა, საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ,“ - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი საუბრობს.