img1


"აპრილ - მაისის მოვლენებმა და პარლამენტში ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვებმა დამარწმუნა, რომ მამუკა მდინარაძის როლი კიდევ უფრო დიდია საპარლამენტო ცხოვრებაში" | ირაკლი ჯანყარაშვილი

აპრილ - მაისის მოვლენებმა და პარლამენტში ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვებმა დამარწმუნა, რომ მამუკა მდინარაძის როლი კიდევ უფრო დიდია საპარლამენტო ცხოვრებაში ვიდრე ეს ძალინ ბევრს წარმოუდგენია.

გამჭვირველოების წინააღმდე კანონპროექტის განხილვების დროს იმდენად დიდი იყო ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, რომ კანონპროექტის წარმდგენად ძლიერი სპიკერი იყო საჭირო, მარტივად რომ ვთქვათ საკმაოდ მძიმე ტვირთი იმას უნდა აეღო ვისაც ამ ტვირთის აწევის შესაძლებლობა ექნებოდა.

რამაც სასიამოვნოდ გამაოცა ეს მამუკა მდინარაძის მიერ წარმოებული საინფორმაციო სამუშაო იყო, რომლის მიერაც წარმოდგენილ რკინის არგუმენტებს ვერაფრით პასუხობდნენ და სწორედ ამან აჭრა ალეკო ელისაშვილიც.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მამუკა მდინარაძემ თავი უზუსტესად გაართვა დასახულ ამოცანას და ზედმიწევნით ზუსტად შეძლო პარლამენტში სამუშაო პროცესის მართვა.

----------------------------------

წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება და რა თქმა უნდა ზეწოლის ხარისხიც კიდევ უფრო დიდი იქნება, რომელიც პროცესების ზუსტად ასეთი სწორი მართვის შედეგად უნდა გადავტეხოთ. "