- " ვისაც თვალი აქვს დაინახავს, ვისაც ყური აქვს მოისმენს. "
- " სამწუხაროდ ერთ დროს მებრძოლი პარტია დღეს "ჩარჩი ვაჭრების" თავშესაფრად გადაიქცა და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ პარტიის პულსზე ხელი ვანო მერაბიშვილს თავისი ყოფილი აგენტის გოჩა თევდორაძის ხელით უდევს.
პარტიის ლიდერებმა ბოლო პერიოდში მოუხშირეს ბადრი ჯაფარიძესთან სტუმრობებს, რომელსაც ტელევიზიისთვის თანხაც კი სთხოვეს.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია და მათ ამგვარ ფერიცვალებას მიზეზიც აქვს და ეს მიზეი გოჩა თევდორაძეა, რომელიც ჯერ კიდევ "სააკაშვილის რეჟიმის" ზეობის ხანაში იმერეთის ვიცე გუბერნატორი იყო და სწორედ მაშინ დაიჭირა მერაბიშვილმა.
კასტილიან კაცთან ერთი ვიზიტით კი ნებისმიერის გააგენტება მარტივი საქმე იყო ვანოსთვის.
- " ჯერ კიდევ არ არის გვიან, თევდორაძის საცეცების მოშორება.
ამას პარტიაში საკმაოდ დიდი ჯგუფი ცდილობს, რომლებსაც გოჩა თევდორაძის პარტიიდან მოცილება სურთ. "
ფულს მაძებართა კბულად გადაქცეულ პარტიაში დღეს თევდორაძე გახლავთ ყველა უგვანო და დამღუპველი გაერთიანების ინიციატორი, როგორც ამბობენ მას "დიდი მოურავი" ისე ჰყავს "შეკერილი" , რომ საკუთარ აზრებს თავს მარტივად ახვევს.
ასე შეტენა მოურვას თბილისში ცნობილი თაღლითი მორგოშიაც და ასე დაარბენინებს ხან ამერიკის საელჩოში და ხან ბადრი ჯაფარიძესთან ვახშამზე.
ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმ ხალხის სახელების გასაჯაროვებიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწურავთ იმედები პარტიის შველის და როგორც შეუძლიათ ისე უპირისპირდებიან თევდორაძეს, რომელმაც პარტიიდან ყველა ღირსეულ და საჭირო კადრს გარეთ გაუძახა.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24