თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა. ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართა.
ღონისძიება მიჩიგანში ჩატარდა და მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოქალაქე დაესწრო. შენობაში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.
დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერების წინაშე ახლა მხოლოდ ღვთის წყალობით დგას.
„მე აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე სხვა იქნებოდა, მაგრამ მე – არა, თუმცა რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა გასულ შაბათს. მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის… არასდროს დაგავიწყდეთ, ჩვენს მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, რადგან მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ, რადგან მე არასდროს დავუშვებდი, რომ მათ თქვენ გაეჩუმებინეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24