img1


გურამ მაჭარაშვილი: ყველა სენატორი, კონგრესმენი და ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებდა უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ან უცხოურ აგენტად გამოცხადდა, ან დაიჭირეს

„ყველა სენატორი, კონგრესმენი და ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებდა უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ან უცხოურ აგენტად გამოცხადდა, ან დაიჭირეს, ან ამხილეს და ბრალი წაუყენეს კორუფციაში და ათას უბედურებაში. ეს სენატორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ აგენტად გამოაცხადეს ამერიკაში, შეშფოთებული იყო საქართველოში ვითომ დემოკრატიის უკუსვლით. საქართველოში დემოკრატიის შეფასების ნაცვლად საკუთარი რეპუტაცია რომ შეემოწმებინა და საკუთარი საზოგადოებისთვის ანგარიში ჩაებარებინა, მე მგონი ჯობდა“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი სენატორ ბობ მენენდესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. 

 

შეგახსენებთ, აშშ-ის სასამართლომ კონგრესის სენატის „დემოკრატი“ სენატორი ბობ მენენდესი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. მენენდესს ბრალი, მათ შორის, უცხოურ აგენტად მოქმედებაში წაუყენეს.