ჩინეთმა და კანადამ ურთიერთობების ნორმალიზებას უნდა შეუწყონ ხელი და დაბრუნდნენ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებისკენ გზას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თავის კანადელ კოლეგას, მელანი ჯოლის პეკინში შეხვედრისას განუცხადა.
„ჩინეთ-კანადის ურთიერთობები წლების განმავლობაში განიცდიდა სირთულეებსა და რყევებს, რის ხილვასაც ჩინეთი არ ისურვებდა“, – განუცხადა კანადელ დიპლომატს ვან იმ, რომლის ციტატასაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თავის მხრივ, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა დაიცავს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და სურს, აქტიურად განავითაროს ორმხრივი ურთოერთობები და გააძლიეროს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, კლიმატური ცვლილებები და ნარკოტიკის კონტროლი.
ჩინეთში ჯოლის სამდღიანი ვიზიტი ვან ის მიწვევით ხორციელდება.
შემოწირულობა PUBLICIST.GE - პლათფორმისთვის: საქართველოს ბანკი GE91BG0000000901956000
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24