img1


ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიიდან მის შესაძლო გასვლას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს

ტელეკომპანიასთან საუბარში ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ბაიდენის ოჯახში დისკუსია იქამდე დავიდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიიდან ნებისმიერმა მოხსნამ "დემოკრატიულ პარტიას" დონალდ ტრამპზე გამარჯვების უკეთესი შანსები უნდა მისცეს.  

 

NBC News-ის ცნობით, ბაიდენის ოჯახის წევრები განიხილავდნენ იმ ვარიანტებს, თუ რა ფორმით შეუძლია მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიიდან მოხსნა მის მიერ არჩეულ დროს და კარგად გათვლილი გეგმით. ასევე განიხილებოდა საარჩევნო კამპანიის გავლენა მის ჯანმრთელობაზე, ოჯახსა და ქვეყნის სტაბილურობაზე.

 

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიიდან მოხსნის გეგმების შესახებ დისკუსიები არა მხოლოდ საოჯახო წრეში, არამედ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებშიც მიმდინარეობდა.