უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა „პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე“ F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხზე. შეხვედრა წინა დღეს დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების სამიტზე შედგა.
„დღეს ჩვენ გვაქვს პოლონეთის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილება საკითხზე, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მიიღოს F-16 გამანადგურებლები რაც შეიძლება სწრაფად“, - დაწერა ზელენსკიმ X სოციალურ ქსელში.
მან მადლობა გადაუხადა ტუსკს „ჩვენი წინასწარი შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის“ და „უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის“.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25