img1


ჰუსიტები ისრაელში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადებიან. ამის შესახებ Ynet-ი წერს

გამოცემის წყარო იხსენებს ჰუსიტების სამხედრო წვრთნებს ბოლო თვეებში, რომელიც ისრაელის დასახლებებისა და ბაზების აღების პრაქტიკას მოიცავდა.

 

სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუსიტები ისრაელისგან შორს არიან და აშშ ხშირად უტევს მათ სამიზნეებს, ისინი ებრაული სახელმწიფოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ, რასაც თელ-ავივზე წუხანდელი თავდასხმაც მოწმობს.

 

შეგახსენებთ, რომ წუხელ თელ-ავივში, აშშ-ს საელჩოსთან ახლოს აფეთქება მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს.