img1


მსოფლიო ტექნიკური ქაოსის გამო, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელევიზიო საინფორმაციო არხი, Sky News გაითიშა..

ცოტა ხნის შემდეგ, Sky News-ი დაბრუნდა ეთერში: ორმა წამყვანმა წაიკითხა ქაღალდის ფურცლიდან ახალი ამბები, სტუდიას კი შიშველი ფონი ჰქონდა - არა ინფოგრაფიკა, არც ტიტრები, არც მორბენალი სტრიქონი.

გლობალური შეფერხების გამო, ევროპასა და აშშ-ში აეროპორტები დაკეტილია.

 

Bloomberg-ის ჟურნალისტმა, რომელიც ლონდონის სტანსტედის აეროპორტში იმყოფება, ასევე აღნიშნა, რომ გადახდის სისტემამ შეწყვიტა მუშაობა.

 

გარდა ამისა, გამოცემა იუწყება, რომ იაპონიაში მაკდონალდსის რესტორნების, დაახლოებით, მესამედმა შეწყვიტა მუშაობა და აბსოლუტურად ყველა Windows კომპიუტერი, რომელზედაც CrowdStrike პროგრამაა დაყენებული, არ მუშაობს.

 

მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებული აქვს მუშაობა რამდენიმე სამაუწყებლო კომანიას და სხვადასხვა მსხვილ ბიზნესს.