img1


ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო რეისების შესრულებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო რეისების შესრულებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში სამი სიხშირით განიხილავს. რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

 

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.