სომხური მედია:
"შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დაუჭიროს მხარი"
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების და მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია უფრო სერიოზულად ჩაერთვება სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ სომხური გაზეთი Past-ი წერს.
გამოცემის წყაროს თანახმად, ამის გამო, სომხეთის ხელისუფლება ანტირუსულ პოზიციას არბილებს.
”რუსეთს, რომელიც გაითავისუფლებს ხელს უკრაინის ომიდან, შეუძლია, ხელი შეუწყოს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ხოლო ახალი პარლამენტი 70% -ით შედგება პრო-რუსული და "ეროვნული" ძალებისგან, ხოლო 30% - პროდასავლური ძალებისგან”. - აღნიშნავს გაზეთი.
მანამდე, სომხურმა გაზეთმა Hraparak-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანი აპირებს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე რუსეთს დაუახლოვდეს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ევროკავშირმა "არ მიიღო" სომხეთი, არ დააფინანსა იგი საჭირო სახით, არ გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით და არ უზრუნველყო უსაფრთხოების საკმარისი გარანტიები.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28