ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანის რამდენიმე ქალაქში მოიერიშე თვითმფრინავებით "ჰეზბოლას" ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ერთ-ერთ სოფელში კი საფრთხე არტილერიის გამოყენებით გაანეიტრალეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღამით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 15 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ნაწილი კი - ღია ადგილებში დაეშვა. თავდასხმის შედეგად დაზიანებები არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25