ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნების დატოვების პირობა დაასახელა.
აშშ-ს პრეზიდენტმა Black Entertainment Television-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა შეწყვიტოს ბრძოლა ხელახალი არჩევნებისთვის, თუ მას ჯანმრთელობის პრობლემებს დაუდგენენ.
„მე რომ მქონდეს რაიმე სახის დაავადება გამოვლენილი, თუ ვინმე, ექიმები მოვლენ და იტყვიან, რომ პრობლემა მაქვს“. - თქვა მან.
ბაიდენი, რომელიც ახლა 81 წლისაა, თვლის, რომ მისი ასაკი შეიძლება უპირატესობა იყოს. ”სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ასაკს მოაქვს, ცოტა სიბრძნეა”. - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში მან „აჩვენა, რომ იცის, როგორ გააკეთოს თავისი საქმე“.
”მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და არ მინდა, ამაზე უარი ვთქვა.” - დასძინა მან.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25