img1


ამ კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა - შალვა პაპუაშვილი

ამ კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, მათ შორის ამაში არა მხოლოდ ენჯეოები, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას და ჩვენც მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ცნობილია ხალხისთვის და ა.შ., და აი, გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ მათი 80 პროცენტის არც ვიცით, გრანტი საერთოდ რამდენია, 70 პროცენტში არ ვიცით, ვინ არის დონორი მათი, 97 პროცენტში, რომ ამბობენ, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, ანგარიშებსაც კი არ აწვდიან საზოგადოებას, წლის განმავლობაში რა გააკეთეს ამ საზოგადოების სასარგებლოდ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოცნების ოფისში წარდგენილი კვლევის შეფასებისას