img1


კახა კალაძე - ვფიქრობ, არასწორია მისი (ეზრა ზეიას) შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით

"ვფიქრობ, არასწორია მისი (ეზრა ზეიას) შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. მაშინ რა ხდებოდა? კლავდნენ, აუბედურებდნენ, აწამებდნენ, ჩაგრავდნენ. მესმის, რეგიონში ყველას - ამერიკას, ევროპას, თურქეთს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს". - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ