გამოცემის ცნობით, ბიზნესმენმა შეიტანა წვლილი ნაკლებადცნობილ ფონდში, სახელწოდებით America PAC. კონკრეტულად რამდენი დოლარი შესწირა მასკმა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ საკითხთან დაკავშირებული წყაროები აღნიშნავენ, რომ თანხა მნიშვნელოვანია. ფონდი დონორთა სიას 15 ივლისს გამოაქვეყნებს.
პუბლიკაციაში მოყვანილია მასკის სიტყვები, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიტიკის მიღმა მყოფ ბიზნესმენად დარჩენას ამჯობინებდა. ახლა კი, ავტორის განმარტებით, სახეზეა 263,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონების მფლობელი ტექნოლოგიური მაგნატის მზარდი გავლენა და მისი ტრანსფორმაცია პერსონად, რომელიც თავის სოციალურ მედია პლატფორმას (X) მემარჯვენე შეხედულებების მხარდასაჭერად და დემოკრატებზე თავდასხმისთვის რეგულარულად იყენებს.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28