img1


შეერთებული შტატები სომხეთს აყენებს სამხრეთ კავკასიაში ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმატში, რომლებიც, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული

ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მომავალ სომხურ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებს Eagle Partner 2024. 

 

 „ეს ვარჯიშები სინანულის გარდა არაფერს იწვევს. ისინი ჩატარდება იმ ფონზე, როდესაც ერევანი აჩერებს მონაწილეობას "კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში"-ში და ახდენს ორგანიზაციის წინააღმდეგ საჯარო თავდასხმებს. რა მშვიდობიან მიზნებსაც აცხადებენ დასავლელები, მთავარი ამოცანაა გეოპოლიტიკური პროექტებისთვის პლაცდარმის შექმნა. ამერიკელების გამოჩენა სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ გააძლიერებს კონფლიქტურ პოტენციალს, რომელიც რჩება რეგიონში და შექმნის ახალ გამყოფ ხაზებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.