ამერიკის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას აშკარა აღსასრული ელის. ამის შესახებ CNN-ი წერს. ამერიკული მედიის ცნობით, მართალია, ნატოს სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე დაშვებული შეცდომებით მისი საარჩევნო კამპანია არ დასრულებულა, თუმცა ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურის გადარჩენა გაუჭირდება.
თავად ჯო ბაიდენი კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია. ბაიდენს ალიანსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთში აერია, ჟურნალისტებთან გამართული პრესკონფერენციის პირველივე წუთებში კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპი უწოდა.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28