„მაშინ, როცა ნატო-ს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათი სწრაფი გამოყვანა. ამაზე დიდ მადლობასაც ვიღებდით. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესის სფეროა. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე.
ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია. მაშინ, როცა 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი, ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ გვჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა. ფაქტობრივად, საქართველო, ომგამოვლილი ქვეყანა იყო სანქციის ქვეშ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა" -ასე ეხმაურება უვადოდ შეჩერებულ სამხედრო წვრთნებს შალვა პაპუაშვილი
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28