img1


ავირჩიოთ ევროპა - მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა - ზურაბიშვილი

"ავირჩიოთ ევროპა - მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა, თანაც დიდი ხანია. საქართველო თავისის ისტორიის ყველა მონაკვეთზე ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია, ამიტომ გვიადვილდება ჩვენ, რომ ევროპისკენ ვიაროთ. დღეს ეს გზა გაგვიყინა ამ ხელისუფლებამ, რომლითაც ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი კამპანიის, რომელმაც "ოცნება" მოიყვანა სათავეში. ყველა ეს კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ევროპული სახელმწიფო აგვეშენებინა. დღეს ნატოს სამიტზე რაც ხდება, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევანი. ამ რეფერენდუმში საზოგადოება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენ მომავალს უზურპაცია, არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა "აირჩე ევროპის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას