img1


სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა - ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: დელეგაციამ, რომელიც საქართველოში რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ ზურაბიშვილი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად. 

 

პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ ის ნებისმიერ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს ვეტოს დაადებს. საუბარი შეეხო, ასევე მმართველი გუნდის ანტიევროპულ და ზოგადად ანტიდასავლურ რიტორიკას.