2024 - წლის არჩევნების და მისი შედეგების მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებია, 26 - ოქტომბერი დიახ რეფერნდუმია, არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.
არჩევანი უკრაინიზაციასა და სუვერენულ საქართველოს შორის.
სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის.
საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი, გზა, რომლიდანაც გადახვევამ შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყანა.
ამ გზაზს კი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ოცნება ფეხაკრებით გადის.
რა თქმა უნდა საქართველოში მოღვაწე "ომის პარტიების" მიზნები და მისწრაფებები ყველასათვის ცნობილი და გასაგებია.
რაც არ ვიცით ეს ე:წ "ეროვნულების" ავანტიურისტობაა, რომლებიც რატომღაც ამ მნიშვნელოვან დროს ასე ერთად გამოგვეცხადნენ.
"კონსერვატიული" საზოგადოების და მრევლის ემოციებზე თამაშით ცდილობენ ხელისუფლებასთან სავაჭროდ საჭირო აუდიტორიის შემოკრებას, ბევრისთვის ალბათ უცნობია თუ როგორ ინტრიგებს ხლართავენ კულისებში და ერთბაშად რამდენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ცენტრს ელაპარაკებიან.
"ქართული ოცნების" მიერ კარებიდან გაგდებული ეს "ჩარჩი" ვაჭრები ფანჯრიდან შესვლას ცდილობენ.
რა თქმა უნდა აქ მათი მიზნი პოლიტიკური დივიდენდების მიღება გახლავთ, რომლებსაც შემდგომ ოცნებას შესთავაზებენ სავაჭროდ.
შიდა მოხმარებისთვის ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება მათ გვერდით დგას და ფარდის მიღმიდან ეხმარება, თუმცა ობიექტური რეალობა მათთვის ფატალურია:
" მორგოშიას და თარხან-მოურავის ფულისმოყვარეობით დაღლილმა ოცნებამ ისინი საბოლოოდ ჩარეცხა და დღეს ეს ორი გაბოროტებული სუბიექტი ერთმანეთს რევანშისთვის შეეკრა, პროგრამა მინიმუმი კი ვალების გასტუმრებისთვის საკმარის ფულის შოვნაა, რომლის გამოვაჭრების იმედიც აქვთ.
ორივე მათგანის მდგომარეობა აპოკალიფსურია და სრულ გაკოტრებამდე მისულები სულს ღაფავენ."
ამ დროს კი ეს "ჩარჩი-ვაჭრები" ერთდროულად ელაპარაკებიან ქართულ ოცნებას, გახარიას, (რომლის ნათესავიც არის მორგოშია) და გოჩა თევდორაძის მეშვეობით ნაციონალურ მოძრაობას.
აქ კი საკითხს ასე აყენებენ: თუ ბიძინა ივანიშვილი მათ ფულს არ მისცემს, გახარიას მორგოშია არწმუნებს, რომ ქართული ოცნებისთვის 1%-2%-ს წართმევას შეძლებს და ამით ხელს შეუშლის უმრავლესობის ფორმირებაში.
ამ დროს კი ფასადურად ებრძვიან ლიბერალურ პარტიებს, რომელთა ლიდერებთანაც შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ. (ჩვეულებრივად სხედან ომის რიტორიკის კონტექსტში და ირწმუნებიან, რომ თუ მათ არ მისცემს ქართველი ამომრჩეველი ხმას ომი გარდაუვალი იქნება, ამ დროს კი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევბით სარგებლობენ და ისევ სავაჭროდ იყენებენ)
ალბათ შემთხვევით არ შეხვედრილა დავით თარხან მოურავი ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძესაც, ალბათ გოჩა თევდორაძესაც შემთხვევით არ მოსვლია აზრა გაერთინების შექმნა, რომლის ერთ - ერთი მთავარი ინიციატორიც იყო.
კარგად ესმით, რომ ობიექტური კვლევის შედეგებით მათი რეალური პროცენტი არ სცდება 2%-ს და სწორედ ამით აქვთ იმედი, რომ ამას მინიმუმ სავაჭროდ მაინც გამოიყენებენ.
ჩემი ინფორმაციით მათ ქართული ოცნება არ "დამასტავს" და უკანასკნელ იმედად გახარია რჩებათ, რომელთანაც დღემდე აქვთ აქტიური კომუნიკაცია და მისი საშუალებით ფულის შოვნის იმედიც.
რა თქმა უნდა კარიდან გაგდებულებს ფანჯრიდან შემოსვლის იმედს არავინ აღარ მისცემს და ის რესურის, რომელიც გააჩნიათ იმდენად მიზერულია, რომ ქართულ ოცნებაში სასაცილოდაც აღარ ჰყოფნით.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28