img1


აშშ და გერმანია უკრაინის ნატოში შესვლის მთავარი მოწინააღმდეგეები არიან

აშშ და გერმანია უკრაინის ნატოში შესვლის მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. როგორც DPA იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბერლინი და ვაშინგტონი "ძლიერ წინააღმდეგობას" უწევენ კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

 

როგორც მაკრონმა აღნიშნა, შარშანდელ სამიტზე ვილნიუსში, უკრაინა ძალიან "იმედგაცრუებული" იყო იმის გამო, რომ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა ვერ მიიღო.

 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა იწინასწარმეტყველა, რომ ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის სცენარი იგივე იქნება.

 

ზელენსკი უკვე ჩავიდა ვაშინგტონში ნატოს სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს გაიმართება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა გოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.