„უდიდესი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის დამღუპველი დარტყმაა, როდესაც ხედაც, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში მსოფლიოში ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება,“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის ლიდერის, ნარენდრა მოდის შეხვედრას.
პუტინმა ინდოეთის ლიდერს საკუთარ სახლში, ნოვო-ოგარიოვოში უმასპინძლა, სადაც ლიდერები მისალმების დროს ერთმანეთს ჩაეხუტნენ. პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები ნარენდრა მოდიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა და რუსეთის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25