„მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაცემაზე. დაჟინებით ვაცხადებთ: სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ვახორციელებთ. თავდასხმა ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით კავშირშია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 200-მდე პირი. მნიშვნელოვნად დაზიანდა კიევის ბავშვთა საავადმყოფო, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმის შესახებ განცხადებები რეალობას არ შეესაბამება. უწყების ცნობით, სამოქალაქო ობიექტი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის რაკეტის დაცემის გამო განადგურდა.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28