ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს არის ალიანსში უკრაინის ნებისმიერი მომავალი გაწევრიანების წინაპირობა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, გამოცხადდება ახალი ინიციატივები უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ცენტრები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.
„ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ გვექნება სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ჰაბები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე წვრთნები უკრაინული ძალებისთვის. ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ჩარჩოს უკრაინისადმი ჩვენს მხარდასაჭერად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28