საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. შუადღისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი იყო და შეიძლება ითქვას რეკორდულიც კი
პრეზიდენტმა მაკრონმა უკვე მისცა ხმა ქვეყნის ჩრდილოეთში, ლე ტუკეს საარჩევნო უბანზე.
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია ნაციონალური მიტინგი მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით ხმების 33%-ით ლიდერობდა. მეორე ადგილი კი მემარცხენე პარტიების კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ ხმების 28,5%-ით დაიკავა. ემანუელ მაკრონის მმართველმა კოალიციამ ხმების 22% მიიღო.
მაკრონმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც 6-დან 9 ივნისამდე გაიმართა.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28