img1


"მთავარი არხის" მიერ გრძელდება მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება და ირანის ისლამური რესპუბლიკის დისკრედიტაცია

სიუჟეტი მიუძღვნეს საქართველოში მყოფი ირანელების მცირე ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ ირანის მტრული ძალების დავალებით რათა ირანის მთავრობის რეპუტაცია შელახონ. აღნიშნული ჯგუფის ნაწილმა რელიგია შეიცვალა და ქრისტიანობა მიიღო მხოლოდ იმ მიზნით რომ საქართველოს ხელისუფლება გაეცურებინათ და საქართველოში ბინადრობის უფლება მიეღოთ, მათი ნაწილი კი არის ათეისტი და ყველა რელიგიის წინააღმდეგი. ახლა კი როცა ამან არ გაჭრა და სამშობლოში დაბრუნება უწევთ დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება თითქოსდა ირანის მთავრობა მათ საფრთხეს შეუქმნის შეცვლილი რელიგიის გამო.

ეს ჯგუფი იყენებს შაჰის დროშას რომელიც ირანში 1979 წლამდე ანუ ისლამურ რევოლუციამდე იყო ოფიციალური დროშა და დღეს ის ითვლება სიმბოლოდ როცა ამერიკისა და ისრაელის გავლენის ქვეშ იყო ირანი

ისინი ასევე გამოირჩევიან საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო აქტივობებით და ანტი-სამთავრობო პროტესტებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, სწორედ ამიტომ ოპოზიციური "მთავარი არხი" მათ გადარჩენას ცდილობს.

ეს მცირე ჯგუფი საქართველოში საკუთარ თანამემამულეებსაც კი არ ინდობს და იმ ირანელებს რომლებსაც მშვიდად ცხოვრება სურთ სხვადასხვა გზებით აშინებენ ეს ჯგუფი მზადაა დააზიანონ საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი რათა სანაცვლოდ ბენეფიტები მიიღონ ირანისმიმართ მტრული ძალებისგან