პარტია „ნაციონალური მიტინგი“ და მისი მოკავშირეები ეროვნულ ასამბლეაში "იპსოს ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად 175-დან 205-მდე ადგილის მიღებას შეძლებენ.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი.
ამავდროულად, მემარცხენე ძალების ალიანსს, Ipsos-ის თანახმად, შეუძლია მიიღოს 145-დან 175 მანდატამდე და დაიკავოს მეორე ადგილი, ხოლო საპრეზიდენტო კოალიცია - 118-დან 148 მანდატამდე აღებას ახერხებს
და მესამე ადგილზეა. ეს მონაცემები საშუალებას იძლევა ეროვნულ ასამბლეაში გამოჩნდეს ძალების შედარებითი უმრავლესობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე ეროვნულ მიტინგთან. თუმცა, მსგავსი კოალიციის შექმნა რეალურად პრობლემურია, რადგან მემარცხენეებმა და საპრეზიდენტო ბანაკმა თანამშრომლობის შესაძლებლობა გამორიცხეს, აღნიშნავს სააგენტო dpa.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28