„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენთან ერთად განვიხილო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მსურს, ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი, სწრაფად მცირდება. მალე უნგრეთი, როგორც ჩანს, გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ყველა მხარესთან საუბარი“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კრემლში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მოხარულია მოსკოვში უნგრეთის მთავრობის მეთაურის ხილვით.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენთანმ ერთად განვიხილო ნიუანსები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, შემატყობინებთ თქვენს და თქვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციას“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28