img1


ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სიხარული და ეროვნული სიამაყე გვაგრძნობინა - ნინო წილოსანი

“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სიხარული და ეროვნული სიამაყე გვაგრძნობინა. ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ვამბობდით, რომ უზომოდ ბედნიერი ვართ. იმ ფონზე, როდესაც დიდი სახალხო ზეიმი გაიმართა და ყველა, პოლიტიკური შეხედულებებისგან განურჩევლად, ეროვნული ნაკრების მიღწევებს ვზეიმობდით, წარმოუდგენელია ის დაორგანიზებული მავნებლობა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფის განხორციელებული არ ყოფილიყო. ფეხბურთელები ამაყი იყვნენ, რომ მათ ხალხი გააერთიანეს და ადამიანებმა მათი გამარჯვებების გამო პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადეს.

 

ამ ქვეყანაში მოიძებნება ჯგუფი - ძალიან პატარა და მცირე, მაგრამ ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს.

 

ამ ადამიანებს არ ავიწყდებათ, რომ წარმოადგენენ გაერთიანებულ ნაციონალურ კლასტერს - წაგებულსა და დამარცხებულს - რომელთაც ზეიმის დროს მავნებლობის შანსი მიეცათ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.