img1


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც კიევში არეულობის მოწყობას და უმაღლესი რადას შენობის დაკავებას გეგმავდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც კიევში არეულობის მოწყობას და უმაღლესი რადას შენობის დაკავებას გეგმავდნენ. 

 

უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც 2015 წლიდან ანტიუკრაინული საქმიანობითაა ცნობილი. დაკავებულები აპირებდნენ უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ხელისუფლებიდან ჩამოშორების“ გამოცხადებას. მათ იმედი ჰქონდათ, რომ აიღებდნენ რადას შენობას და ჩაშლიდნენ მის მუშაობას. 

 

უწყების ცნობითვე, ორგანიზატორების საცხოვრებელი შენობების ჩხრეკისას, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს იარაღი, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები და ასევე ჩანაწერები დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცებულებით. 

დამნაშავეებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ქონების ჩამორთმევა ემუქრებათ.