img1


უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის ნაციონალისტური პარტიები ევროპულ პარლამენტში ბლოკს ქმნიან, სახელად "ევროპის პატრიოტები

უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის ნაციონალისტური პარტიები ევროპულ პარლამენტში ბლოკს ქმნიან, სახელად "ევროპის პატრიოტები.  

ვიქტორ ორბანმა, ჰერბეტ კიკლმა და ანდრეი ბაბიშმა მანიფესტს ხელი ავსტრიაში გუშინ მოაწერეს.

 

 „პოლიტიკური ცვლილებები ევროპაში დაწყებულია. დღეს ჩვენ ახალი პოლიტიკური გუნდი შევქმენით. ევროპელ ხალხს უნდა მშვიდობა, წესრიგი და განვითარება. ბრიუსელის ამჟამინდელი ელიტისგან მათ მიიღეს მხოლოდ ომი, მიგრაცია და სტაგნაცია. ამ სიტუაციაში, ჩვენი მოვალეობაა ამომრჩეველთა ნება შევასრულოთ. ჩვენი მიზანია გავხდეთ ყველაზე ძლიერი მემარჯვენე ჯგუფი ევროპულ პოლიტიკაში," – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.