კერძოდ, IFOP, Ipsos, OpinionWay და Elabe-ის თანხმად, პარტია ხმების დაახლოებით 34 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტის (NFP) კოალიცია 29 %-ით; მესამე ადგილზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბლოკია 20,5-23 %-ით.
„მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა. დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, ფრანგებმა ეროვნული გაერთიანება და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს“ – განაცხადა საფრანგეთის მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
მან ხალხს მოუწოდა, ხმა მისცენ ეროვნულ გაერთიანებას მეორე ტურშიც, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება.
შეგახსენებთ, ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28