უცხოელებს, რომლებსაც თურქებზე დაქორწინება სურთ, ქვეყანაში ბინადრობის მოქმედი ნებართვა უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Hurriyet Daily News-ს განუცხადა.
როგორც უწყებაში განმარტეს, ეს ნაბიჯი ბინადრობის ნებართვის ან თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად დადებული ფიქტიური ქორწინების წინააღმდეგ საბრძოლველად გადაიდგა. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს თურქეთმა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ თურქეთი ლტოლვილთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია. იგი 2015 წლიდან მუდმივად ლიდერობს ამ სიაში.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28