- " დღეს მოგყივებით მეტად ეროვნულ, უფრო კი ფულის მოყვარულ, სიტყვის ბანზე გადამგდებ ნახვერ თავად ბ-ნ უტარხუნებულესობაზე, ტარხუნათა, მწვანილთა და ბოსტნეულთა აზნაურზე.
- " ის, რომ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება ცხადზე ცხადია და ამ დროს ერი ერთიანი, რომ უნდა იყოს ეს გათავისებული გვაქვს საქართველოს ყველა პატრიოტს და მოჭირნახულე მამულიშვილს.
- " საუბედუროდ კი ისევ არსებობს "სტომაქის-მონები" , რომლებისთვისაც ეროვნულობა, ქრისტიანობა, ჯვარი და სხვა ქართველისთვის საფიცარი პოსტულატი მხოლოდ პოლიტიკური იარაღი აღმოჩნდა.
იარაღი და საშუალება ვაჭრობის, შანტაჟის და ამ გზაზე არ არსებობს შუბლის ძარღვი, რომელიც თუ არ გაგიწყდა ისე ვერ დაიმსუყებ თავს.
- " ჩვენმა " ტ ა რ ხ უ ნ ა მ " #ნახევარმოურავმა კი ეს ძალიან კარგად იცის.
შესაბამისად დიდი ხანია, რაც შუბლის ძარღვს ფუნქცია მოუშალა.
აბა როგორ გინდა ? შუბლის ძარღვი და პოლიტიკა ერთად ვერ შეერწყმება, როდესაც შენ არა სახელმწიფო ინტერესებიდან არამედ შანტაჟის, ვაჭრობის და "შენი სტომაქის" ამოვსების მიზნების მიღწევაში თვალებს ზემოთ, თმებს ქვემოთ გავლებული უხილავი ძარღვი გაბრკოლებს.
სხვაგვარად როგორ, ეხლა რის " ტარხუნა ხარ" ან რის მოურავი ერთ პატარა ძარღვს თუ მიეცი უფლება უარი გათქმევინოს იმ ფუფუნებაზე, რომლის გამოვაჭრების იმედიც გაქვს სასექტემბროდ.
ის პატარა ძარღვი გაწყვეტილია და უკვე თამამად შეგიძლია შენს მაგინებელს ისე შეეკრა აქაოდა ვიღაც სხვა ეძახდა "შაჰაბასის ცალ *ვერს" დიახ! ასე მოიხსეინებდა ბატონი მორგოშია, რომელიც კომედი შოუს სტილში დასცინოდა და მასხრად იგდებდა.
და, დიახ! მაშინ როდესაც განცხრომაში იყო, ფულიც საკმარის ჰქონდა 80 ოფისის შესანახად, ძვირადღირებული ჯიპებისთვის , ვალების გასასტუმრებლადაც და ბიზნეში ჩასადებადაც.
ეს რეალობა იდგა 2021 - 2022 წლამდე, "ბალი ათ შაურად" "ტარხუნა შაჰ აბასის ცალ *ვერად"
რა ხდება დღეს ?
გამოიღვიძა ჩვენმა "კუწურიემ" იქეთ, ჩვენმა "ტარხუნამ" ორივემ
გაიხედ - გამოიღედეს, აღარც ფული, აღრაც დაცვა, აღარც ესკორტი, ვეღარც ძვირადღირებული ვისკი, მომსახურე პერსონალიც ხელბშუა შემოეცალა, მხოლოდ ვალები, გაუცემელი ხელაფასები, გაუსტუმრებელი ვალდებულებები.
ამ დროს კი ერთდროულად ეზმანათ, სამშობლოს გაჭირვება, დაღუპვამდე მისული ერი, მოახლოებული ომი და კიდევ ათასი მრავალი ჭირვარამი, რომელიც რატომღაც ერთბაშად გაახსენდათ.
სექტემბრამდე კი ცოტა დროა, საშოვნელიც ბევრია და დრო კი ოქროს.
გეგმა ასეთია:
" ამოვეფაროთ ჯვარს, ნიღბად ეროვნულობა ავიფაროთ, საფრთხედ "გაპიდარასტება" გამპიდარასტებლად ოცნება გამოვაცხადოთ, მოვაგროვოთ ხმები და ასე სექტემბრის ბოლოს ვეახლოთ ბატონ ბიძინას, რომელსაც მანამდე ვაგინებთ, ვაფურთხებთ, ხოლო ბოლოს სავაჭროდ მივადგებით.
"ტარხუნას" და "კუწურიეს" ეს სტრატეგია კარგად დამუშავებული და გათვლილი აქვთ, მთავარია ბიძინამ გადმოხედოთ მოწყალე თვალით.
ვინმემ ანალიტიკა მისცეს "ტარხუნ-მოურავის" ამალა ხმლებს ლესავს ოქტომბერში ჩვენზე გასალაშქრებლადო, ბიძინაც დაფრთხება
და ჩვენს
" ტ ა რ ხ უ ნ ა ს " მსუყედაც იყიდის.
აბა ეხლა ეროვნულების ლაშქრობას ხომ არ დაუშვებს ?
მაგრამ, მაგრამ, აი აქ კი ბოსტნეულის აზნაურს და მის მხედრობას წარმოუდგენელი სიურპრიზი ელოდებათ.
მუდამ თქვენი კეთილისმსურველი
ირაკლი ჯანყარაშვილი
to be continued
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28